მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თერმოსკრინინგი დაიწყო.
ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და ამბულატორიის ექიმები, მოსახლეობას სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ.
თერმოსკრინინგის პროცეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნენ.
თერმოსკრინინგი დღეს დაიწყო და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები.