logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ნომერ პირველია, ჩვენს ქვეყანას დადებითი კუთხით წარმოაჩენს
- +

1 მაისი. 2020. 16:37

 

 

 

„დღეს არა მარტო ხელისუფლების, არამედ ყველა ქართველის საზრუნავია, ხელი გაუწოდოს იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა ამ გულწრფელი ქველმოქმედებით. თუნდაც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ნომერ პირველია ერთ მოსახლეზე გაღებული ქველმოქმედებით, ყველაფერთან ერთად ჩვენს ქვეყანას სხვა დადებითი კუთხით წარმოაჩენს - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ PALITRA NEWS-ის ეთერში.

 

 

მისი თქმით, დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის პარალელურად, ასევე, მთავარი გამოწვევა ეკონომიკის გადარჩენა და მისი ამუშავებაა.

 

 

„სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ კორონამდელ ნიშნულს და აღვადგინოთ ის, რაც გვქონდა. აქ ყოველ დღეს და წუთსაც კი მნიშვნელობა აქვს. რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს სამუშაო ადგილები, რათა ადამიანები დიდხანს არ დარჩნენ დახმარების იმედად და თავად შეძლონ ხელფასის გამომუშავება“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner