logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა
- +

1 მაისი. 2020. 22:26

 

 

 

ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

 

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ნანახი მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ასეთი მტკიცებულება ნანახი ჰქონდა.

 

დიახ, ნანახი მაქვს,“- განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა: არ შემიძლია გითხრათ, უფლება არ მაქვს ეს გითხრათ.“

 

ცნობისათვის, „სიენენმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთის დასჯას აპირებს. ტელეკომპანიის ცნობით, აშშ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას აპირებს, მათ შორის სანქციებს, სასესხო ვალდებულების გაუქმებასა და ახალი სავაჭრო პოლიტიკის შედგენას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner