logo_geo
eng_logo
ბოლნისში, ინფიცირებულების გადასაყვანად მისულ მედპერსონალს, ოჯახის ახლობლები დაუპირისპირდნენ
- +

1 მაისი. 2020. 22:44

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.

 

არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ქვებით დააზიანეს აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ავტომანქანა.

 

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს არკვევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner