logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელიამ მეფუქტკრეებს ონლაინ ჩართვის დროს დასმული საჭიროებები გადაუჭრა
- +

1 მაისი. 2020. 22:46

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს. ონლაინ ჩართვის საშუალებით ალექსანდრე მოწერელია ამჯერად მეფუტკრეებს გაესაუბრა, შეხვედრაზე ასევე ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები. სახელმწიფო რწმუნებულმა დარგის წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა იმ საჭიროების შესახებ რაც მეწარმეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში შეექმნათ.

 

 

 

შეხვედრაზე მეფუტკრეებმა, მთავარ პრობლემად საკომენდატო საათებში გადადგილება დაასახელეს. სწორედ ამ პერიოდში, ღამის საათებში ხდება  ფუტკრის ოჯახების სეზონური მთა-ბარობა.  სახელმწიფო რწმუნებულმა მეფუტკრეებს განუცხადა, რომ ,,ჩათვალეთ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და პრობლემა ამ მხრივ თქვენ აღარ შეგექმნებათ“.

 

 

 

იმ მეფუტკრეებს ვისაც ფუტკრის ოჯახებს გადაყვანა უწევთ, უნდა მიმართონ შესაბამის მერიებს ან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას.

 

 

 

მეფუტკრეების მსგავსად სახელმწიფო რწმუნებული, სოფლის მეურნეობის სხვა დარგის წარმომადგენლებს ონლაინ ჩართვის საშუალებით გაესაუბრება და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner