logo_geo
eng_logo
რუსეთის მშენებლობის მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
- +

2 მაისი. 2020. 00:42

 

 

 

რუსეთის მშენებლობის მინისტრს ვლადიმერ იაკუშევს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, მინისტრი ჰოსპიტალიზებულია.

 

ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა მის მოადგილეს, დმიტრი ვოლკოვს. მათ დიაგნოზი კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუდგინდათ.

 

მინისტრის განცხადებით, ის კორონავირუსის ინფექციის მიუხედავად, კავშირზე იქნება. მის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე ნიკიტა სტასიშინი შეასრულებს.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინიც.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner