logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: „გაზპრომსა“ და ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის
- +

17 ივნისი. 2016. 15:17


ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „გაზპრომსა" და ქართულ კომპანია „გაზკო+"-ს შორის კონტრაქტი გაფორმებული არ არის და დიდი ალბათობით, ვერც გაფორმდება.



მეც ეს ყველაფერი შევიტყვე ღია საინფორმაციო წყაროებიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ალბათ, ვერ გაფორმდება. თუმცა, ვიმეორებ, რომ არის კომერციული ურთიერთობები, რომელშიც არ ვართ ჩართულები - მე პირადად არ ვარ ჩართული, მგონია, რომ არც ენერგეტიკის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარიგება არ არის დახურული. რაც შეეხება საფრთხეებს, ნაადრევია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს კონტრაქტი საფრთხეებს, ვინაიდან კონტრაქტი ნანახი არ გვაქვს; მიზნები არ ვიცით; არ ვიცით, სად შეიძლება მიემართოს ეს გაზი, თუ საერთოდ ასეთი კონტრაქტი შედგა",- განაცხადა ქუმსიშვილმა.



მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოს საჭიროებებს „სოკარისგან" მოწოდებული გაზი სრულად აკმაყოფილებს.



დღეს სოკარი" არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ჩვენი მოთხოვნები სრულად დაფარა. საქართველოს მოთხოვნები სრულად არის დაფარული",- დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



გავრცელებული ინფორმაციით, „გაზპრომმა" ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ. კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი" კომპანია „გაზკო+"-ს100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner