logo_geo
eng_logo
Yonhap: 99%-იანი ალბათობით, კიმ ჩენ ინი გარდაცვლილია
- +

2 მაისი. 2020. 01:09

 

 

ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ, თითქმის 100%-ით ზუსტია. ამის შესახებ სამხრეთკორეულ სააგენტო Yonhap-ს ჩი სონ ჰომ განუცხადა, რომელიც 2006 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცა და ახლა სამხრეთ კორეის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს.

100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ იმის ალბათობა, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა, 99 პროცენტია. ჩრდილოეთ კორეა ამ ინფორმაციას მალავს, ვინაიდან ფხენიანში მემკვიდრესთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი, - განაცხადა ჩი სონ ჰომ.

21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner