logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკელებს“ შორის შეთანხმება შედგა...
- +

1 მარტი. 2016. 02:56


უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით პარტია „მრეწველების" ლიდერს, გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკლებს" შორის შეთანხმება შედგა. მხარეები საჯაროდ ერთმანეთის შესახებ განცხადებებს აღარ გააკეთებენ.


როგორც კვაჭანტრაძემ გადაცემაში 2030 აღნიშნა, ამ ეტაპზე, კოალიციის წევრებს შორის გარკვეული დაპირისპირების საკითხის განსახილველად, პოლიტსაბჭოს მოწვევა ნაადრევია.



„ბატონ გოგი თოფაძესა და რესპუბლიკელებს შორის შედგა შეთანხმება, რომ ერთმანეთის მისამართით, საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. საბედნიეროდ, ჩვენი წევრები ამ შეთანხმებას დღემდე ასრულებენ. ამ ეტაპზე, კოალიციის წევრებს შორის გარკვეული დაპირისპირების საკითხის განსახილველად, პოლიტსაბჭოს მოწვევა ნაადრევია. დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტსაბჭოსთვის სიტუაცია მეტ-ნაკლებად დალაგებული იქნება."- კვაჭანტირაძემ საგარეჯოს რაიონში არჩევნების შედეგების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, გუნდში გარკვეული შეკითხვები იყო, რასაც ამომწურავი პასუხები გაეცა.



„საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, გუნდში გარკვეული შეკითხვები იყო, რასაც ამომწურავი პასუხები გაეცა და შეკითხვები აღარ დაგვრჩა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვინმეს კითხვა აქვს, არ უნდა დასვას. ეს პროცესი მედიის, პოლიტიკური პარტიების და თავად ბატონი გოგის მხრიდანაც იქნა წახალისებული. როცა ჩვენი წევრის მხრიდან კოალიციის მიერ მიღებული რეზულტატის მიმართ კითხვები ამდენი ხნის შემდეგ ჩნდება, ეს სწორი არაა და პარტიკულარულ ინტერესებს უფრო ემსახურება." - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner