logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს: არ შეგეშინდეთ ახალი იდეების!
- +

17 ივნისი. 2016. 15:19


არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში შეკრებილ ახალგაზრდებს, სადაც ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" წარადგინა.



როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი წარმატების მისაღწევად. გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდების წასახალისებლად რამდენიმე ცნობილი ფრაზა და ცნობილი ადამიანის ისტორია მოიყვანა.



კომპანია ამაზონის" ცნობილი დამფუძნებელი და მისი აღამსრულებელი დირექტორი ჯეფ ბუზოსი აცხადებს: როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით. მაგრამ, ასევე ზუსტად ვიცოდი, ვინანებდი ერთ რამეს, რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება", - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მოიყვანა ცნობილი ამერიკელი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის ფრაზა, რომლის მიხედვითაც, მან 36 ათას მატჩში მიიღო მონაწილეობა.



3 ათასი სროლა დამთავრდა აცილებით. 36-ჯერ მიეცა საშუალება, გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში, გადამწყვეტი სროლა განეხორციელებინა და 36-ჯერ ააცილა კალათს. სწორედ ეს იყო მისი წარმატების საწინდარი.

 

ამიტომ, მინდა, რომ არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის. მინდა, ყოველთვის სცადოთ. დავასრულებ უინსტონ ჩერჩილის ძალიან ცნობილი ფრაზით: მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული". ეს არის წარმატების საწინდარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner