logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: სწორედ „ნაციონალებმა“ ვერ შეასრულეს ვიზა-ლიბერალიზაციის პირობები
- +

17 ივნისი. 2016. 15:28


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული პროცესის გადაწევა  უკავშირდება იმიგრაციის საკითხს, რის გამოც უჭირს ევროპას ახალი ქვეყნების  უვიზო რეჟიმში მიღება. ახვლედიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ვიზა-ლიბერალიზაციის გადაწევის საკითხი დაუკავშიროს კორცხელის ინციდენტს, მაგრამ პირველად მათ ვერ შეასრულეს დავალებები აღნიშნულ საკითხზე 2011 წელს, როდესაც საქართველო განიხილებოდა მოლდოვასთან ერთად.   



„ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები გამოკვეთილად საუბრობენ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციას საქართველოს გამო პრობლემა არ აქვს. პრობლემა არის ევროპის უმწვავესი კრიზისი, რომელიც მიგრაციის პროცესს უკავშირდება. ამ პირობებში ძალიან უჭირს ევროპას ახალი ქვეყნების მიღება უვიზო რეჟიმში.

„ნაციონალურ მოძრაობას"  პოლიტიკური ქულის ჩაწერა უნდა და აცხადებს, რომ  ვიზა-ლიბერალიზაციის იმიტომ გადაიდო, რომ ბოკერიას თუ მელიას ცხვირი გაუტეხეს. მათი ცხვირის გატეხვა არავის მოსწონებია, მაგრამ ამის გამო არაფერი მომხდარა. ყოფილი ხელისუფლება იყო პირველი, რომელმაც ევროპის დავალებები ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ვერ შეასრულა. 2006-დან 2011 წლამდე გვქონდა პერიოდი, როდესაც უნდა ჩაგვებარებინა გამოცდები ევროპისათვის. ვიყავით მოლდოვასთან ერთად ერთ პაკეტში, ორივეს ერთნაირი დავალება მოგვცეს. მოლდოვამ ჩააბარა, ჩვენმა სახელმწიფომ კი ვერა, რადგან ადამიანებს  ხოცავდნენ ციხეებში, მიტინგებზე, არბევდნენ ტელევიზიებს, ართმევდნენ ბიზნესებს, არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ა.შ. შესაბამისად, მთელმა ევროპამ ეს შეაფასა საქართველოს არამზადყოფნად იმისათვის, რომ მიეღო ვიზა-ლიბერალიზაცია. ამაზე დღეს არავინ საუბრობს",- განაცხადა ახვლედიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner