logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: ევროსასამართლო ძალიან გაზულუქდა!
- +

17 ივნისი. 2016. 15:30


საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძე „ახალ თაობასთან" საუბარისას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.



მას შემდეგ, რაც 72 ადამიანს მკვლელ ბრეივიკს შოკოლადის მიუწოდებლობა წამებად გაუთანაბრეს, ნამდვილად აღარ მიკვირს, ვანო მერაბიშვილზე ასეთ დასკვნას რომ წერენ. ერთი რამ ცხადია, ევროსასამართლო ძალიან გაზულუქდა. მათ აქვთ ძალიან მაღალი ხელფასები, ცხოვრობენ ფუფუნებაში და მხოლოდ საკუთარი ჯიბეებიდან იყურებიან.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩემი ოჯახის, პირადად ჩემი, ჩემი შვილების წამების, დევნის ფაქტზე სარჩელით მივმართეთ სტრასბურ. სარჩელის დაწერაში ევა გოცირიძე მომეხმარა და მანვე შეიტანა ეს განაცხადი. ევროსასამართლომ ეს სარჩელი განსახილველად არც კი მიიღო. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების ეჭვი იმის შესახებ, რომ ევროპული სასამართლო ბოლომდე სამართლიანი არ არის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. პრობლემები საქართველომ საკუთარ თავშიც უნდა ეძებოს, პირველ რიგში, ეს სასამართლოს და პროკურატურას ეხება. მე არ ვიცი, რა ბრალდებები წაუყენეს ვანო მერაბიშვილს, მაგრამ ჩემი განცხადება ჩვენს პროკურატურას არც კი განუხილავს", - განაცხადა შალვა ობაიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner