სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნაწილი, სოფლები: ანაგა და ვაქირი დაისეტყვა.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
სეტყვამ დააზიანა ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები, ხოლო ზარალის მასშტაბი ახლა დგინდება.