logo_geo
eng_logo
ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედზე მჯდომ ბავშვს დაეჯახა - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
- +

2 მაისი. 2020. 21:50

 

 

ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა.

 

შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

"ფაქტობრივად არცერთი კიდური საღი არ აქვს. საცოდაობა დატრიალდა. უმძიმეს მდგომარეობაში ის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- აცხადებენ თვითმხილველები.

 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner