logo_geo
eng_logo
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ხუთ რაიონში პროცესების გასანეიტრალებლად 130-მდე რაკეტა გაისროლა
- +

2 მაისი. 2020. 22:08

 

 

კახეთის რეგიონში 2 მაისის დღის მეორე ნახევარში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენებით მასშტაბური სეტყვასშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად იქნა შემსუბუქებული.

 

რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის 470 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა დღის მეორე ნახევრიდან იწყო შემოსვლა და თან შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები. ნალექის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები.

 

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა  25 მმ იყო.

 

 ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 14:32 სთ-დან 19:32 საათამდე ღრუბლის მასების დასამუშავებლად საერთო ჯამში 130-მდე რაკეტა იქნა გასროლილი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სროლები მხოლოდ დასაშვებ სექტორებში, დაუსახლებელი ტერიტორიების მიმართულებით მსხვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე განხორციელდა.

 

 ზემოქმედების შედეგად მაქსიმალურად მოხერხდა რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.

 

 ნალექის უდიდესი ნაწილი ძლიერი წვიმის სახით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა დასახლებული პუნქტების თავზე, რაკეტების სროლისთვის შეზღუდულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი აგრძელებს 24 საათიან რეჟიმში მონიტორინგს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner