თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი იზრდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კოვიდ-19-ს 78 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო საერთო ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 3336-მდე გაიზარდა. ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფექცია 1983 ადამიანს დაუდასტურდა.
თურქეთში კორონავირუსი 58 259 ადამიანმა დაამარცხა.
ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი პირველად ჩინეთში, უხანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა, 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია, კორონავირუსმა 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.