აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20-დღიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის საზოგადოებაში გამოჩენას „ტვიტერით“ გამოეხმაურა.
„მე მაგალითად, მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ ის დაბრუნდა და კარგად არის“, – წერს დონალდ ტრამპი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 20-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად სუნჩონში, ერთ-ერთი ქარხნის ცერემონიაზე გამოჩნდა.