logo_geo
eng_logo
სოფელ მუშევანიდან ყველა ინფიცირებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს
- +

3 მაისი. 2020. 03:09

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დღეს სოფელ მუშევანში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სოფელში მყოფი ინფიცირებული მოქალაქეები სამედიცინო ბრიგადებმა, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

 

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სოფელში 1 მაისს სამედიცინო პერსონალს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაყვანის პროცესში შეფერხება შეექმნათ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს გაესაუბრნენ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

 

მათივე ცნობით, მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო ჩართულობით, საკითხი მოგვარებულია.

 

გუშინ სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირედი გაუგებრობა მოხდა, ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ ყველაფერი დროულად გაირკვა. ინფიცირებული მოქალაქეები უკვე თბილისში არიან გადაყვანილები. სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის სტაბილური სიტუაციაა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner