logo_geo
eng_logo
ესპანეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
- +

3 მაისი. 2020. 10:29

 

 

ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ახალი რეგულაცია ძალაში ორშაბათიდან შევა.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოკაციებზე 6 მილიონი პირბადის დარიგებას აპირებს, 7 მილიონი პირბადე კი ადგილობრივ ხელისუფლებებს გადაეცემა.

 

შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსის 216 500 მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 25 000-ს აჭარბებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner