logo_geo
eng_logo
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 მაისი. 2020. 12:19

 

 

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდინფექცია 2 386 პაციენტს აქვს დადასტურებული.

 

ამასთან, სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ორი პირი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

 

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებიდან კიდევ 35 ადამიანი გაწერეს. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 1 035 პაციენტი. ამჟამად მკურნალობა 1 312 ადამიანს უტარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner