ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 10 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში რუსეთის ტერიტორიაზე COVID-ინფიცირების 134 686 შემთხვევაა დადასტურებული.
ინფიცირებულებიდან 16 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1280 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, რუსეთი მსოფლიოში უკვე მეშვიდე ადგილზეა.
ქვეყანაში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია მოსკოვში - სულ 68 606 ინფიცირებული, მათგან 5 948 ბოლო 24 საათშია დაფიქსირებული. გარდაცვლილთა შორისაც ყველაზე მეტი დედაქალაქში დაფიქსირდა - სულ 729 გარდაცვლილი, მათ შორის 34 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვლა.