logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 633 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

3 მაისი. 2020. 12:20

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 10 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში რუსეთის ტერიტორიაზე COVID-ინფიცირების 134 686 შემთხვევაა დადასტურებული.

 

ინფიცირებულებიდან 16 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1280 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, რუსეთი მსოფლიოში უკვე მეშვიდე ადგილზეა.

 

ქვეყანაში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია მოსკოვში - სულ 68 606 ინფიცირებული, მათგან 5 948 ბოლო 24 საათშია დაფიქსირებული. გარდაცვლილთა შორისაც ყველაზე მეტი დედაქალაქში დაფიქსირდა - სულ 729 გარდაცვლილი, მათ შორის 34 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner