logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: უტიფრული ნათქვამია, რომ მერაბიშვილი აღიარეს პოლიტიკურ პატიმრად
- +

17 ივნისი. 2016. 15:57


მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან განცხადებას, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, მამრაძე „უტიფრულ" ნათქვამად აფასებს.  


„ყველას უნდა ესმოდეს, რეზოლუციის სათაურში გამოიტანა  სტრასბურგის სასამართლომ, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერი იყო, მას სრულიად კანონიერად აღეკვეთა თავისუფლება, მაგრამ ეს წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლისათვის. „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხმამაღალი, უტიფრული ნათქვამია, რომ მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლომ აღიარა პოლიტიკურ პატიმრად",- განაცხადა მამრაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner