პარტია „იმედის" ლიდერმა ირინა სარიშვილმა „TV პირველის" ეთერში გია ჭანტურიას მკვლელობაზე ისაუბრა და აღნიშნულზე პასუხის გაცემა ასევე გადაცემაში მყოფ თემურ ხაჩიშვილს მოსთხოვა, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას აანონსებს.
ხაჩიშვილის თქმით, ჭანტურიას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული იგორ გიორგაძეა, რომელსაც ირინა სარიშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
„გია ჭანტურიასთან ახლო ურთიუერთობა მქონდა, მისი მკვლელობა მთელი ერისთვის ტრაგედია იყო.
1995 წელს ხელისუფლებამ ჩემი დაკავების შემდეგ გია ჭანტურიას მკვლელობა მე დამაბრალა. ამ თემაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი 92-93 წლებში, საქართველოში არცერთი ტერაქტი არ მომხდარა.
რაც შეეხება გია ჭანტურიას მკვლელობას, გამოძიებამ უნდა უპასუხოს ამ კითხვებს. ის ფაქტი, რომ მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, ადასტურებს იმას, რომ მე არ მიმიღია მონაწილეობა გია ჭანტურიას მკვლელობაში. თუმცა, ჭანტურიას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული იგორ გიორგაძეც არის, რომელთანაც ირინა სარიშვილს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
თუ ირინა სარიშვილს სჯერა, რომ მე ვარ ამ მკვლელობის მონაწილე, მაშინ მან უნდა დაიჯეროს, რომ ამ მკვლელობის ხელმძღვანელი იგორ გიორგაძეა", - განაცხადა თემურ ხაჩიშვილმა.