ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ბაქოში "სამხრეთ გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე იმყოფებოდა.
ენერგეტიკის მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიას მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა „მინისტერიალზე შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს,სადაც საქართველო სტრატეგიული და სასურველი პარტნიორია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა დამატებითი ბუნებრივი აირს შეღავათიან ფასად მიიღებს. კახა კალაძემ ბაქოში სოკარის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით ძირითადი მოლაპარაკებები მიღწეულია. საქართველო სოკარისგან დაახლოებით 400-500 მილიონამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს."
კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გრძელდება და უახლოს მომავალში საქართველოსთვის სასურველი შედეგით დასრულდება.