logo_geo
eng_logo
სევდია უგრეხელიძემ ორგანიზაციის ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ წარმომადგენელთან ერთად ბრიფინგი გამართა
- +

17 ივნისი. 2016. 15:59


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" წარმომადგენელთან ერთად ბრიფინგი გამართა. 



დეპუტატმა ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიერ შემუშავებული პროექტი წარადგინა, რომელიც 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში ცვლილების შეტანას გულისხმობს.



სევდია უგრეხელიძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულთა შორის არიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ტერიტორია 2010 წლის 21 ივნისის პრეზიდენტის N 435 განკარგულებით სარეკრეაციო ზონაში მოექცა, რის გამოც აღნიშნული პირები არ იქნენ მიჩნეულნი მოსარგებლეებად. 



აქედან გამომდინარე, მათზე დაზარალებულთა მესამე ჯგუფისთვის გათვალისწინებული დახმარება არ გაცემულა. 

 

მიმაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ უნდა გახდეს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის უგულებელყოფის საფუძველი", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროექტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების სახელით დაუჭირა მხარი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner