logo_geo
eng_logo
პოლიციამ ზუგდიდში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი
- +

4 მაისი. 2020. 10:16

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ორი პირი - პ.ს. და შ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ზუგდიდში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონებს.

 

სამართალდამცველებმა 13 ნაქურდალი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner