ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამივე მათგანი იმპორტირებულია. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.
ამასთან, კომისიის ცნობით, გამოვლენილია კორონავირუსის 13 ახალი უსიმპტომო შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა სულ 82 880 ადამიანს, აქედან მხოლოდ 481 შემთხვევა რჩება აქტიური. გარდაიცვალა 4 633 ინფიცირებული, დანარჩენი კი გამოჯანმრთელდა.