logo_geo
eng_logo
პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ დაიწყო
- +

17 ივნისი. 2016. 16:11


►ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" დაიწყო


►განაცხადების მიღება - 17 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით


► ვრცლად პროგრამის შესახებ და განაცხადის ფორმები

იხილეთ სპეციალურ ვებგვერდზე: www.startup.gov.ge


► მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქე პირს ან პირთა ჯგუფი, ვისაც გააჩნია საინტერესო ბიზნესიდეა


►ტექნოპარკში იხსნება ფრონტ ოფისი, რომელიც დაინტერესებულ პირებს გაუწევს კონსულტაციას აპლიკაციის შევსებაში და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შესახებ


►პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.


►საპარტნიორო ფონდი ქმნის სპეციალურ შვილობილ კომპანიას - ფონდს „სტარტაპ საქართველო", ფონდი შექმნის ახალ ერთობლივ კომპანიას (სტარტაპს) პროგრამის თითოეულ ბენეფიციართან


►იდეის ავტორის თანადაფინანსება იქნება პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10%, იდეა კი შეფასდება სულ მცირე 40%-იან წილად. ერთობლივ სტარტაპ კომპანიაში ბენეფიციარი გახდება სულ მცირე 50%-იანი წილის მფლობელი


►შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორი


►იმ შემთხვევაში თუ იდეა შეეხება მაღალტექნოლოგიურ დარგს და არის უნიკალური, ბენეფიციარს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს და მას აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება. ბენეფიციარის წილი კი კომპანიებში იქნება 95% , ხოლო სააგენტოს მხრიდან პროექტი 100 ათას ლარამდე დაფინანსდება


►პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით


►ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ფონდი „სტარტაპ საქართველო" უზრუნველყოფენ უფასო ტრეინინგებს, კოაჩინგს, მენტორინგს, საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის


►პროგრამისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 11 მილიონი ლარი, რაც შემდეგ 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება.


► სტარტაპების დაფინანსების პროექტები წარმატებით ხორციელდება უცხოეთში საქართველოს ანალოგიური სქემით, მაგალითად: აშშ-ში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, ისრაელში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ა.შ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner