რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირების 145 268 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, ბოლო 24 საათში, რუსეთში ვირუსით 76 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაიცვალა 1356 ადამიანი.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 18 095 ინფიცირებული.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 5 795 მოსკოვშია დაფიქსირებული. სულ დედაქალაქში კორონავირუსის დიაგნოზი 74 401 ადამიანს დაუდგინდა.