logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსის 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 მაისი. 2020. 13:01

 

 

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირების 145 268 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, ბოლო 24 საათში, რუსეთში ვირუსით 76 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაიცვალა 1356 ადამიანი.

 

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 18 095 ინფიცირებული.

 

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 5 795 მოსკოვშია დაფიქსირებული. სულ დედაქალაქში კორონავირუსის დიაგნოზი 74 401 ადამიანს დაუდგინდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner