დიდუბის რაიონის მასშტაბით, ნობათების დარიგების პროცესი გრძელდება. დღეს სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციას კომპანიები „თეგეტა მოტორსი“, „დილა“, „ვაკე“, „კოდა“, „სარაჯიშვილი“, „ევროპროდუქტი“, „კოკა-კოლა“ და „ლოიდლი“ შეუერთდნენ.
ამ დროისთვის, საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები 1600-ზე მეტ ადამიანს დაურიგდა და პროცესი გრძელდება.
ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ნობათს, რომელიც როგორც საკვებ პროდუქტს, ისე პირველად საჭიროების ნივთებს მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს „წითელი ჯვრის“ მოხალისეები და გამგეობების თანამშრომლები გადასცემენ, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.