logo_geo
eng_logo
ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი 13,65%-ით შემცირდა
- +

4 მაისი. 2020. 13:12

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის უახლესი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი შემცირებულია.

 

ირკვევა, რომ 2020 წლის მარტში სულ დარეგისტრირდა 5366 დანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13,65%-ით ნაკლებია.

 

კლების ტენდენცია ფიქსირდება მთელ რიგ კატეგორიებში, მათ შორის ისეთ დანაშაულებებთან მიმართებაში, როგორებიცაა:

 

  • განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (2 ფაქტი, – 33,3%)
  • ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (8 ფაქტი, – 52,9 %)
  • ყაჩაღობა (19 ფაქტი, – 48,6%)
  • ქურდობა (1776 ფაქტი, – 9,7%)
  • ძარცვა (20 ფაქტი, – 33,3%)
  • ტრეფიკინგი (1 ფაქტი, – 83.3%)
  • ოჯახში ძალადობა (466 ფაქტი, – 6,8%)
  • გამოძალვა (2 ფაქტი, – 88,2%)
  • ნარკოტიკების კონტრაბანდა (6 ფაქტი, – 70%)
  • ცივი იარაღის ტარება (20 ფაქტი, – 51,2%)
  • ყალბი დოკუმენტების დამზადება (88 ფაქტი, – 50,5 %)
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა (11 ფაქტი, – 35,2%)
  • თაღლითობა (106 ფაქტი, – 19%)
  • სატრანსპორტო დანაშაული (374 ფაქტი, – 19,4%)

 

საერთო მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, დანაშაულის რამდენიმე კატეგორიაში მატების ტენდენციაც გამოიკვეთა, კერძოდ:

 

  • მუქარა (222 ფაქტი, +12%)
  • ნივთის დაზიანება (278 ფაქტი, +32.3%)
  • კომპიუტერული დანაშაული (213 ფაქტი,+11.5%).
right_banner right_banner
არქივი
right_banner