საქართველოს იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა შალვა რამიშვილის გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ ე.წ. რეფორმებზე ისაუბრა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, სინამდვილეში რეფორმები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარდა, არ იყო რეფორმები...
„რეალურად ეს იყო და არის ადამიანი, რომელიც არის, ყველაზე მსუბუქად რომ დავიწყოთ- ზედაპირული. მნიშვნელოვანია, როდესაც რეფორმების გატარებას იჩემებ, იყო დისციპლინირებული,
ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი გირგვლიანის საქმეზე, სადაც სააკაშვილი პირადად არის დასახელებული, როგორც ხელის დამფარებელი. შეგვიძლია ვთქვათ, გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე ზედაპირული ადამიანია, ეს არის კრიმინალი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც რეფორმების ეგდით ბევრი ცვლილება მოგვყიდა ჩვენ, საზოგადოებას.
სინამდვილეში ეს არ იყო რეფორმები, ეს იყო მიმართული მისი ხელისუფლების გამყარებისკენ.“- განაცხადა წულუკიანმა.