მედიაჰოლდინ „რეპორტიორის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი „ნაციონალური" რეჟიმის მიერ განხორციელებულ უსამართლო ქმედებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ როდესაც რამის პატიებაზე მიდგება საუბარი, არსებობს შემთხვევები, რასაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს იგი ვერასდროს აპატიებს.
„შესაძლოა, რიგით პოლიციელს ვაპატიო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ან რიგითმა ჟურნალისტმა ის დანაშაული, რომელიც 2007 წლის 10 აგვისტოს, გამომცემლობა „სამშობლოდან" ჩვენს გამოყრაში მონაწილებდა, მაგრამ გრიშა ბაიბურთს ვერ ვაპატიებ! ვერ ვაპატიებ ლაშა მაქაცარიას! რომლებიც ამ დარბევის ხელმძრვანელები იყვნენ. ვერ ვაპატიებ გიგი უგულავას! დიახ, რომლის უშუალო პირადი ბრძანებითაც დაირბა გამომცელობა „სამშობლო," საიდანაც ასობით რედაქცია გამოჰყარეს. ვერ ვაპატიებ!
შეიძლება რიგით პოლიციელს ვაპატიო, თუ ზედმეტი სადიზმით არ მოქმედება 2011 წლის 26 მაისს, მაგრამ როდესაც ჩემი და ბექა სივსივაძის გვერდზე თავგაჩეხილი ადამიანი იწვა, ტვინი ჰქონდა დანთხეული ასფალტზე და წყლის მიწოდება ვთხოვეთ, ამის შემდეგ უარესად ჩვენც შეგვდგნენ და იმასაც, ეს როგორ ვაპატიო?!
ვერ ვაპატიებ იმ დარბევის ხელმძღვანელებს, გინდ ამერიკის ელჩი იყოს, გინდ ვანო მერაბიშვილი, გინდ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იმავე წლის სექტემბერში ღიად აცხადებდა- „დიახ! მე გავეცი ბრძანება და მომავალ წელს უკეთეს ბრძანებას გავცემ უფრო უარესად რომ დასაჯონ ასეთი ხალხიო!" ჩვენ, ჟურნალისტებს გაგვისწორდნენ! ამის პატიება არ შეიძლება! "- განაცხადა მამაცაშვილმა.