logo_geo
eng_logo
ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
- +

4 მაისი. 2020. 21:31

 

 

ევროკავშირი 1 მილიარდ ევროს გამოყოფს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისა და მკურნალობის მეთოდის პოვნისთვის - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კორონავირუსის საკითხებთან დაკავშირებულ ვირტუალურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

რეალობაა ის, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ვიდრე ვაქცინა არ შეიქმნება. აი, ამიტომაც ჩვენ ძალები და აზრები უნდა გავაერთიანოთ, გავიღოთ თანხები, რათა დავიწყოთ კორონავირუსის ვაქცინის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისკენ მიმართული მუშაობა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

კონფერენციაზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამკურნალო საშუალება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ამბობს, რომ ეს დიდი გამოწვევა იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner