პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში 1994 წლის 3 დეკემბრის ტერაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩაწერილ მოკლე სატელეფონო (ან რაციით) საუბრის ჩანაწერს ავრცელებს:
„(ეს ჩანაწერი ერთხელ შემთხვევით გავიდა პირველ არხზე. ალბათ გაეპარათ).
-----
ჯაბა იოსელიანი: როგორაა საქმე?
თემურ ხაჩიშვილი: ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სარიშვილი, მგონი, გადარჩა. არ ვიცი.
ჯაბა იოსელიანი: აუ, ეს რა ქენით? ახლა მაგის ჭიჭყინს რა გაუძლებს.
____________________
ტერაქტებში დამნაშავედ ცნობილი თემურ ხაჩიშვილი მალე შევარდნაძის მიერ გათავისუფლდა. როგორც შევარდნაძემ თავად განმარტა, ციხეში სანიმუშო ქცევისთვის.
--------
P.S.მარტო მე მაქვს Déjà vu თუ ყველა გრძნობთ, რომ ეს უკვე იყო და სადღაც უკან მივექანებით?!" - წერს სარიშვილი.