საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" იწყება. პროგრამის პრეზენტაცია პრემიერმა გამართა.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას „სტარტაპ საქართველოს", რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, რომელიც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებს სამეწარმეო სულისკვეთებას.
ახალგაზრდებს და დამწყებს ბიზნესმენებს, იმისთვის რომ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა და შესაძლოა მათ სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც უნდა დაიწყონ ბიზნესი.
მნიშვნელოვანია, რომ დამწყებ ბიზნესებს საწყისი კაპიტალის გარეშე ექნებათ შესაძლებლობა ბიზნესი დაიწყონ.
ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენება სრულად მოხდება.
სახელმწიფო დაფინანსებულ სტარტაპებს დაეხმარება ექსპორტშიც.
მინდა გითხრათ, რომ არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის, პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიოთ.
„ამაზონის" დამფუძნელი აცხადებს: როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდი, რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება", - განაცხადა პრემიერმა.