logo_geo
eng_logo
შეკითხვები, რომლებზეც აშშ-მ პასუხი უნდა გასცეს
- +

5 მაისი. 2020. 10:55

 

 

ბოლო დღეებში აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ისმის ბრალდებები ჩინეთის წინააღმდეგ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის ხელისუფლებამ გუშინ 10 შეკითხვა გაუგზავნა დონალდ ტრამპს, რომლებზეც პასუხს ითხოვს. ვირუსი რომ ჩინეთიდან გავრცელდა, ამაზე არავინ დავობს. ჩინეთის შეკითხვებიც მეტად საინტერესოა. მაშ ასე:

 

პირველი შეკითხვა: რატომ არ ასაჯაროებს აშშ გასულ წელს განახლებული ექსპერიმენტის შესახებ ინფორმაციას ფრინველის გრიპის ვირუსის მოდიფიცირების შესახებ?

 

განმარტება: 2019 წლის თებერვალში, ამერიკული ჟურნალის Science-ის საიტი წერდა, რომ აშშ-ის მთავრობამ საიდუმლოდ განაახლა ექსპერიმენტი ფრინველის გრიპის ვირუსის მოდიფიკაციის ცვლილების შესახებ. კვლევა მიზნად ისახავდა H5N1 ვირუსის ტრანსფორმირების უფრო მეტ შესაძლებლობას. კერძოდ, ადამიანიდან - ადამიანზე გადაცემას. ჩინური მხარის შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რომ აშშ-მ ექსპერიმენტი განაახლა მაშინ, როცა ფრინველის გრიპი 4 წლის წინ დასრულდა.

 

მეორე შეკითხვა: რატომ დაიკეტა აშშ-ის არმიის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტი?

განმარტება: ეს ინსტიტუტი 2019 წლის ივლისში დაიხურა. ამა წლის მარტში კი აშშ-ის ხელისუფლებას ინსტიტუტის დახურვის მიზეზების ახსნა მოუწია.

 

მესამე შეკითხვა: 2019 წელს, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალურმა სამსახურებმა შეიმუშავეს სცენარი, როგორ იმოქმედებდნენ მასობრივი პანდემიის შემთხვევაში. ეს უბრალოდ, დამთხვევაა?

 

განმარტება: ამა წლის მარტში გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ჩატარდა ვირუსის გავრცელების მოდელირებული სცენარი სახელწოდებით „ჟოლოსფერი ინფექცია“, რომელშიც შეკითხვაში დასმულ სამსახურებთან ერთად რამდენიმე ტურისტული ჯგუფიც მონაწილეობდა. სცენარის მიხედვით, „ტურისტები“ ვითომდა ჩინეთში დაინფიცირდნენ და იქიდან აშშ-ს ეწვივნენ.

საინტერესოა, რომ 2019 წლის ოქტომბერში, რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ სწავლება ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ემოქმედათ ისეთი პანდემიის პირობებში, როგორიც არის CAPS (ეს ვირუსი ბოლო დროს ხშირად ნახსენებ SARS-ზე უარესია).

 

მეოთხე შეკითხვა: თუკი აშშ-ის დაზვერვამ ხელისუფლებას ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში შეატყობინა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, რატომ არ მიიღეს ზომები - მომზადებულიყვნენ სათანადოდ?

 

განმარტება: დაზვერვამ მართლაც მოახდინა აშშ-ის ხელისუფლების ინფორმირება, აშშ-ის ხელისუფლებამ კი 13 მარტამდე საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა.

 

მეხუთე და მეექვსე  შეკითხვები აშშ-ში დაინფიცირებულთა და გარდაცვლილების რაოდენობას ეხება და აქაც, ჩინეთის შეკითხვა ისევ ზომების მიღების დაგვიანებაში მდგომარეობს.

 

საინტერესოა მეშვიდე შეკითხვა: საიდან და როგორ მიიღო აშშ-მ კორონავირუსის შტამები ისე მოკლე დროში, რომ COVID-19 – საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას შეუდგა?

 

განმარტება: 16 მარტს გაზეთმა „The Wall Street Journal“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოხალისეებზე დაიწყო ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება. ჩინური მხარე ამტკიცებს, რომ შტამების მიღების გარეშე, აშშ-ში ვაქცინის ტესტირებას ვერ დაიწყებდნენ.

 

აი, აქ არის საინტერესო მომენტი: ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შეკითხვით, ჩინეთის კომპარტიამ საკუთარი თავი „ჩაუშვა“... ზოგი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს,  რომ ჩინეთის ლაბორატორიიდან ეს შტამები გაქრა და ამაში აშშ-ის სპეცსამსახურების ხელიც ურევია. არის კიდევ ერთი ვარიანტი: იქნებ „შეთქმულების თეორიის“ მაგვარი რაღაც იყო, რომელიც ბოლო მომენტში ჩინეთმა დაარღვია? ეს ყველაფერი ალბათ, მომავალში გაირკვევა.

 

დარჩენილი 3 შეკითხვა ეხება კორონავირუსზე ინფორმაციის გავრცელებასა და ჩინელების ეჭვს აშშ-ის შიდა და სხვა ქვეყნებში მდებარე ლაბორატორიებზე, რასაც ყველა აბსურდულ საკითხად მიიჩნევს.

 

დასკვნა - ის შეკითხვები, რომლებსაც ჩინური მხარე გაზეთებსა და საინფორმაციო საიტებზე დაყრდნობით სვამს, შესაძლოა, არასერიოზულად იქნეს მიჩნეული, ერთადერთი საინტერესო მეშვიდე შეკითხვაა, რომელზედაც საფუძვლიანი პასუხი უნდა გასცეს არა მხოლოდ აშშ-მ, არამედ, - ჩინეთის ხელისუფლებამაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner