logo_geo
eng_logo
პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
- +

5 მაისი. 2020. 11:20

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლატვიის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

 

დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე, დ.გ. სისტემატურად მიდიოდა ო.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში და მასთან ამყარებდა ვერბალურ კომუნიკაციას, რითაც იგი არღვევდა მეუღლის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის II ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111-3811-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner