ჟურნალისტი რუსა გვაზავა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრას ეხმიანება:
„ბეჭდვით და ინტერნეტ მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სააკაშვილი თავს აღმაშენებელს ადარებდა: „ხომ წარმოგიდგენიათ, აღმაშენებელს ადარებდა თავს, რა დონის თავხედობაა". პრესკონფერენციის შემდეგ კი ვკითხე, თავად მას თუ ჰყავდა რჩეული მეფე, რომლის პოლიტიკაც მას განსაკუთრებით მოსწონდა, ან თავად თვითონ თუ შეადარებდა თავს რომელიმე ქართველ მეფეს. რაზეც ივანიშვილმა მიპასუხა: „მე მაკმაყოფილებს ჩემი ფიგურა და არცერთ მეფეს არ ვადარებ თავს", სრულიად თავდაჯერებით და კმაყოფილმა გასცა ამ კითხვას პასუხი", - აცხადებს რუსა გვაზავა.