logo_geo
eng_logo
ლია ჯახველაძე პროექტის „გაეროს ასამბლეა საქართველოში“ ახალგაზრდა დელეგატებს შეხვდა
- +

17 ივნისი. 2016. 17:12


დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლია ჯახველაძე პროექტის „გაეროს ასამბლეა საქართველოში" ახალგაზრდა დელეგატებს შეხვდა. შეხვედრა სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართა, სადაც ლია ჯახველაძემ დელეგატებს როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ასევე სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რანგში მის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა.



წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, კომისიის მიერ  განხორციელებული პროექტების თაობაზე დეტალურად ისაუბრა და  სახელდებისა და სიმბოლოების წესის შემუშავების, აბრების დიზაინის კონკურსის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან მემორანდუმის გაფორმებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი.



მანვე დელეგატებს სამგორის რაიონში განხორციელებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.



ახალგაზრდა დელეგატებმა დეპუტატს მათთვის აქტუალური შეკითხვებით მიმართეს, რომლებზეც ლია ჯახველაძემ ამომწურავი პასუხი გასცა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner