logo_geo
eng_logo
გიზო ნიშნიანიძე: თბილისი ხასიათს კარგავს, ლამის მარტო მისამართად იქცეს...
- +

5 მაისი. 2020. 19:40

 

 

მწერალი და პოეტი, საქართველოს საპატიო მოქალაქე გიზო ნიშნიანიძე თბილისის შესახებ წერდა:

 

"ილია ჭავჭავაძე ამბობდა, უხასიათო კაცი რა არის და ქალაქი რა იქნებაო. თბილისი ხასიათიანი ქალაქი იყო. დიდი ფსიქოლოგი ალექსანდრე ფრანგიშვილი აკადემიის ვიცეპრეზიდენტი გახლდათ. ის რომ ქუჩაში გამოივლიდა, ისეთი სალამის მოცემა იცოდა, ბიჭები ნაჩხუბრები, ნაჭიდავები რომ ვყოფილიყავით, მაშინვე წესრიგში მოგვყავდა თავი, ფეხზე ვდგებოდით და მას რომ ეკადრებოდა, ისეთ სალამს ვაძლევდით. 1981 წლის 28 დეკემბერს "პაემანი ვერაზე" რომ გავმართე, დარბაზში 12 აკადემიკოსი იჯდა, მათ შორის – ალექსანდრე ფრანგიშვილიც. მან დაწერა, გიზო ნიშნიანიძემ ფსიქოლოგებს თავსატეხი გაგვიჩინა, თურმე ქალაქს აქვს თავისი კოლექტიური ფსიქოლოგია და ჩვენ ის ჯერ შესწავლილი არ გვაქვსო. დღეს კი თბილისი ხასიათს კარგავს, ლამის მარტო მისამართად იქცეს. ერთხელ აკადემიკოსმა თამარ დეკანოსიძემ წერილი მომწერა, მისამართის ნაცვლად ეწერა, ფოსტის თანამშრომლებო, გიზო ნიშნიანიძემ ბინა გამოიცვალა, ახალი მისამართი არ ვიცი, თქვენ უნდა იცოდეთ და მიუტანეთო. წერილი მართლაც მომივიდა, ბარათს ეწერა – "თბილისი, გიზო ნიშნიანიძეს"... ჩემი ლექსის ერთ სტროფს გეტყვით:

"დრო მიდის, გვითვლის ნაბიჯებს

და უკან აღარ ბრუნდება,

ღმერთო, მიეცი ამ ბიჭებს,

მეორედ მოსვლის უფლება!".

მე ვცადე, რომ ჩემი თაობის ბიჭები გამეცოცხლებინა. ისინი ძალიან დამაკლდნენ თვალში. მათ გარეშე ჩემმა ცხოვრებამ ფერი დაკარგა. ამ წიგნებს იმიტომ ვწერ, რომ მინდა, იმ დროში და იმ მოგონებებით ვიცხოვრო. დრო კლავს და მეც დროს ვკლავ და ვართ ერთ ჭიდაობაში."

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner