logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ხვალ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სამაგალითო!
- +

17 ივნისი. 2016. 17:14


ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ ავყვეთ ზოგის სიძულვილის ენას და დაპირისპირების მცდელობას, არეულობის დათესვას, ორ ბანაკად დაყოფას..."  - წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.



რატომ ვცხოვრობთ ჩაკეტილ სივრცეში? ვიზა-ლიბერალიზაცია და თავისუფალი გადაადგილება კი გვინდა, მაგრამ ამავდროულად დიდა დაინტერესებულნი არ ვართ- როგორც ჩანს მცირე კომენტარებიდან და კიდევ უფრო მცირე ინტერესიდან, რაც გამოიხატა ამის შესახებ მედიაში - ჩვენს გარშემო არსებული მსოფლიო მოვლენებით... გუშინ, 16 ივნისს, საშინელ პირობებში მოკლულ იქნა ბრიტანეთის პარლამენტარი, 41 წლის, ორი შვილის დედა  ჯო კოქსი. კარზე მომდგარ რეფერენდუმს ბრიტანეთის მომავალზე და მის ევროპიდან გამოსვლა-არგამოსვლაზე, ასახელებენ როგორც ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს ამ საშინელ ტრაგედიისა...

 

ყველაზე ღირსშესანიშნავი მგონი სწორედ ის სიძულვილია, რომელიც დამკვიდრდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და კერძოდ ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში ევროპაში დარჩენის და ევროპიდან გასვლის მომხრეთა შორის... მერკელმა მოითხოვა სრული და სწრაფი გამოძიება (ასეთ მოთხოვნებს ჩვენ კი ვიღებთ როგორც უადგილო ჩარევას ჩვენ შიდა საქმეებში, თუმცა ეს ევროპულ ქვეყნებ შორისაც მოსულა)...

 

ამერიკაში ტრმპის საარჩევნო კამპანია მთლიანად საზოგადოების გახლეჩას, იდეოლოგიურ დაპირისპირებას და სიძულვილის დათესვას ემსახურება... და კიდევაც აღწევს თავის მიზანს... მედიასივრცე უკვე ობიექტურობას გასცილდა და იქაც ორივ მხარე თავის ჭეშმარიტებას ჰქადაგებს, იდეოლოგიას ავრცელებს, ფაქტების ანალიზის მაგივრად.

 

ევროპის ბევრ ქვეყანაში ასევე რადიკალიზებული მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან... ულტრანაციონალისტები და დემოკრატები, ულტრარელიგიურები და ლიბერალები...

 

ჩვენ კი ეს სიძულვილი და დაპირსპირებული, ორად დაყოფილი ქვეყნის ბედი, ვიცით კარგად, თუ რას ნიშავს და რამდენი ხნით გბლოკავს ეს, უკან გაბრუნებს და სწორ განვითარების გზიდან გაცდენს...

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ ავყვეთ ზოგის სიძულვილის ენას და დაპირისპირების მცდელობას, არეულობის დათესვას, ორ ბანაკად დაყოფას... ერთია პოლიტიკური ბრძოლა და მჯერა, რომ ძალას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ლახავს და გარეთ თუ შიგნით მათ ეწინააღმდეგება, არ უნდა მიეცეს პოლიტიკური გასაქანი ქვეყანაში. მჯერა, რომ ტყუილს წინ უნდა დაუდგეს საზოგადოება, მეორედ არ მოტყუვდეს და ცრუ მითებით მანიპულირების საშუალება არავის მისცეს... მაგრამ ამავე დროს მჯერა, რომ ეს ბრძოლა უნდა დარჩეს ცივილიზებულ, სამართლებრივ სივრცეში, და არჩევნების გზით გადაწყდეს... როგორც 7 წლის წინ, როცა ვიწყებდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ 100-დღიან დგომას", მიდგომა პირადად ჩემი უკვე ასეთი იყო, საჯაროდ გამოცხადებული და დღემდე არ შეცვლილა: არც გადატრიალება და არც გარიგება ან შეგუება"... დღეს არ უნდა შევეგუოთ ან გავურიგდეთ იმ ძალას, რომელიც სიძულვილის ენით გვესაუბრება, რომელიც ქვეყნის გარეთ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს, მხოლოდ და მხოლოდ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესების, ფულად მოგების და პროდასავლურ იმჯის გადასარჩენად... მაგრამ ამავე დროს ბრძოლის ფორმა უნდა დარჩეს ცივილიზებულ, როგორც ჩვენ გვეკადრება... მტკიცე და პრინციპული ბრძოლა, არა ვიღაც-ვიღაცეებივი გარიგებები მოკლევადიან გამარჯვებებისთვის, არამედ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ამ ბრძოლის და შეჯიბრის შედეგად უფრო ძლიერი და უფრო მშვიდი გვენახოს! უფრო ევროპული, ვიდრე ზოგი თვით ევროპელ კი!

 

ამ პრინცპების და ცხოვრების წესის დასაცავად ხვალ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც იგივე ძველ ევროპისთვის და ზოგ ჩვენ მეზობლებისთვის სამაგალითო!" - წერს ზურაბიშვილი.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner