logo_geo
eng_logo
„კალა კაპიტალ ლიმიტედს“ საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია“
- +

17 ივნისი. 2016. 17:15


„კალა კაპიტალ ლიმიტედის" დირექტორები ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან.



განცხადებაში ნათქვამია, რომ  კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია.


 

ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის" დირექტორები ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ქონია. შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner