ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეორე დღეა ახალ შემთხვევათა რიცხვი 10 ათასს აჭარბებს. გუშინ 10 102 შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 165 929 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულებიდან 21 327 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 537 პაციენტი კი გარდაიცვალა.