საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორბოულში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების საწყისი ეტაპი, მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერეს.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია ასევე სოფელ მერჯევშიც. ორივე ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროცესის დასრულებას შემოდგომისთვის ვარაუდობენ.