გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ მოწვეული პროფესორი ჩარლზ მერევეზერი,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა რიაბოშენკო და საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელი ლიკა მამაცაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარადგენს პროექტს „თანამედროვე ხელოვნების გალერეა", რომელიც ითვალისწინებს ოთხი საერთაშორისო გამოფენის მოწყობას 2016 წლის განმავლობაში. პროექტის უმთავრესი მიზანია, საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა და მისი განვითარება; თანამედროვე ხელოვანთა შემოქმედების როგორც ადგილობრივად და რეგიონალურად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენება, რაც მოიცავს გამოფენებს, პუბლიკაციებს, სიმპოზიუმებს და გაცვლით პროექტებს. ასევე, „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ხელს უწყობს საზოგადოებასთან დიალოგს. პროექტი გულისხმობს სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობას, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობას და პუბლიკაციების გამოქვეყნებას.
პროექტის ფარგლებში, ასევე გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „კულტურული პოლიტიკა, ძირითადი პრიორიტეტები და განხორციელების გზები, ქართული გამოცდილება".
მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი Kyiv Art Weekუკრაინაში 15-20 ივნისს ტარდება, მასში მონაწილეობას იღებს 20-ზე მეტი გალერეა შვიდი ქვეყნიდან - საფრანგეთი, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო და ბელორუსია. გამოფენა კულტურულ კომპლექსში „მისტეცკი არსენალ" 2016 წლის 16 ივლისამდე გაგრძელდება.