logo_geo
eng_logo
ქალების რაოდენობა ქვეყანაში, გასულ წელთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა
- +

6 მაისი. 2020. 20:17

 

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე „ამერიკის ხმის“ მონაცემებზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

 

საქართველოში ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის

 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ახალი მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 716.9 ადამიანი ცხოვრობს.

 

ამ რაოდენობიდან მამრობითი სქესის ადამიანთა რაოდენობამ 1 მილიონ 790.3 შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემის თითქმის იდენტურია. ხოლო ქალების რაოდენობა ქვეყანაში 0.3 პროცენტით შემცირდა.

 

საქართველოში სულ 1 მილიონ 926.6 ქალი ცხოვრობს. ამ მონაცემიდან კი ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული რაოდენობის 53% ქალი, ხოლო 48% მამაკაცია.

 

საქსტატის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოში ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის.

 

მონაცემებით შეიძლება ითქვას, ისიც რომ საქართველოში ქალები უფრო მეტხანს ცხოვრობენ ვიდრე მამაკაცები.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner