Turkish Airlines-ი რეგულარული ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს. კომპანია, რომელიც 126 ქვეყანაში დაფრინავდა, მომავალი თვიდან ფრენებს განაახლებს 19 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.
მედიის თანახმად, კომპანია ჯერ შიდა ფრენებს აღადგენს, მოგვიანებით კი საერთაშირისო ფრენებს განახორციელებს.
19 ქვეყანა, სადაც რეგულარული ფრენები განხორციელდება, არის: საქართველო, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, ბელარუსი, ისრაელი, ქუვეითი და ლიბანი.
დაგეგმილია კვირაში 75 რეისის განხორციელება.
Turkish Airlines ადგილობივი და საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მაისამდე ჰქონდა შეჩერებული.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ Turkish Airlines-ს ამ დრომდე ფრენების განახლების თაობაზე განცხადებით არ მიუმართავს და კომპანიის განცხადება არის "ანონსი საერთაშორისო ფრენების განახლების შესახებ". კონკრეტულად საქართველოში ფრენების განახლების თარიღი უცნობია.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 21 მარტიდან შეწყვეტილია საერთაშორისო ფრენები, რომლის აღდგენის სავარაუდო თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს.